,,ჯანსაღი მომავალი“



 პროექტის სახელწოდება:                                                    
                                                           ,,ჯანსაღი მომავალი“
პროექტის აქტუალობა:
მას შემდეგ, რაც შევნიშნე, რომ ჩემი მოსწავლეები ზოგჯერ გამოუძინებელი მოდიან სკოლაში, არასწორად იკვებებიან, არ იციან, როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას, გადავწყვიტე ისინი შემეხვედრებინა  ჩვენი უბნის ექიმთან ქალბატონ--ნონა ჯანაშიასთან, რადგანაც ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.
მოსწავლეები,რომლებიც  არიან მავნე ჩვევებზე დამოკიდებულნი და ვერ აცნობიერებენ პრობლემის სირთულეს, პროექტის ფარგლებში მიეცემათ საშუალება დაფიქრდნენ და გაითავისონ მავნე ჩვევებია-მავნებლობა და შეიცვალონ ცხოვრების წესი.
პროექტი მოსწავლეებს შესძენს ცოდნას , დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს მაღალ სააზროვნო უნარებს, შედეგად მოსწავლეები შეძლებენ  წარმოაჩინონ  და ფორმულირება გაუკეთონ  საკუთარ ინტერესებს და   აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
პროექტში მონაწილენი:
მე-2 კლასის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებელი, უბნის ექიმი.
პროექტის ხანგრძლივობა:   ორი კვირა.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;
უბნის ექიმის ჩართულობის უზრუნველყოფა  სასკოლო ცხოვრებაში.
მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა შვილების ცხოვრებაში;
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
პროექტის ამოცანები:
სამუშაო ჯგუფების შექმნა;
პრობლემის შესწავლა და კვლევის ჩატარება ,,როგორ შევქმნათ ჯანსაღი გარემო“;
შეხვედრა უბნის ექიმთან (საუბარი სიგარეტის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ)
კონფერენცია ,,თავად გადაწყვიტე“--სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ მავნე-ჩვევების უარყოფით მხარეებს.
შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და  სპორტული აქტივობების დაგეგმვა თემში.
მხიარული სტარტების ჩატარება სკოლაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სკოლის სხვა კლასებიც.
მოეწყობა ნახატების გამოფენა;
ვიზუალური მასალის მომზადება და გავრცელება სკოლაში და თემში.
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის  განხორციელებისას მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას მავნე ჩვევების მავნებლობის შესახებ. ისწავლიან თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას. მიიღებენ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილებას. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
რესურსები:  პროექტორი, კომპიუტერი, ფლივჩარტი, ფერადი ფანქრები, ადამიანური რესურსი, სპორტული ინვენტარი და სხვა.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
ექიმთან შეხვედრამდე გავწიე სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაო:
მოვაწყვე გამოკითვები, დისკუსიები თემაზე:,,როგორ ვუფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას“
დაველაპარაკე ექიმს შეხვედრის თაობაზე, მოვილაპარაკეთ ერთად, რა საკითხზე იქნებოდა უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება. დავთქვით შეხვედრის დრო, შევთანხმდით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაზე, რათა მოსწავლეებს გაადვილებოდათ ინფორმაციის აღქმა.
შევხვდით მშობლებს ექიმთან ერთად, ეს შეხვედრა სასარგებლო და ნაყოფიერი იყო მოსწავლეებისათვის.
მოვახდინე პროექტის შეჯამება, მოსწავლეებთან ჩავატარე ზეპირი გამოკითხვა, დავაკვირდი, რამდენად კარგად გაიგეს ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს ექიმის საუბარს, რომელიც საპრეზენტაციო  სლაიდ-შოუს თანხლებით მიმდინარეობდა.
ექიმი ესაუბრა მოსწავლეებს: თუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა, რაუნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად. ესაუბრა სწორ კვებაზე, ვიტამინებზე, რომლებიც კვების სხვადასხვა პროდუქტებში შედიან.აუხსნა მოსწავლეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  დღის რეჟიმის შედგენა და განხორციელება, რას ნიშნავს ჯასაღი ცხოვრების წესი, რამდენად მნიშვნელოვანია დროზე დაძინება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, სხვადასხვა მავნე ჩვეულების დროულად აღმოფხვრა. ისაუბრა ჰიგიენაზე, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაციები ბაქტერიებზე, ვირუსებზე. ისაუბრა კბილების მოვლის აუცილებლობაზე, სხვადასხვა დაავადებებზე.
მოსწავლეები ექიმს თბილად დაემშვიდობნენ და სთხოვეს ხშირად მოინახულოს ისინი, მშობლებმაც დიდი კმაყოფილება გამოთქვეს.
პროექტის შედეგი:
მოსწავლეებმა უამრავი ინფორმაცია მიიღეს ჯანმრთელობის  საკითხებზე.
შედგა მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
მოსწავლეები ექიმს დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად შეასრულებენ მის რჩევა-დარიგებას.
პროექტის ხელმძღვანელი: ნარგიზი ჯანელიძე

პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:

მონიტორინგი/შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
მოსწავლეები
18. 04. 2019წელი
პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
22.  04.2019წელი
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის სქემა
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
2. 05.წელი
პრეზენტაცია, ანგარიში



პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისათვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.ვამოწმებ მოსწავლეთა მიერ მოძიებულ ინფორმაციას
ვამოწმებ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
17. 04. წელი
2.ვამოწმებ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებ თემასთან და ვუკეთებ ანალიზს
19.09. წელი
3.შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
25.09. წელი
4.ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს
ვაკვირდები მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
30.09. წელი
5.იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებ პროექტის გეგმაში დროის ლიმიტს
2.09. წელი


Комментариев нет:

Отправить комментарий