პროექტის სახელწოდება: ,,თანაბარი უფლებები“
პროექტის აქტუალობა:
პროექტი მნიშვნელოვანია,
რადგანაც კლასში არიან განსხვავებული შესაძლებლობებით მქონე მოსწავლეები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას და
საკუთარი უფლებების შელახვას. ინკლუზიური განათლება გამორიცხავს ბავშვების ნებისმიერ ფორმის დისკრიმინაციას. გამოცდილება გვიჩვენებს,
რომ ნებისმიერი გავრცელებული საგანმანათლებლო
სისტემის შემთხვევაში, ბავშვების გარკვეული ნაწილი გარიყულია საზოგადოებისაგან და რჩება
სასწავლო პროცესის მიღმა,ვინაიდან სისტემა
არ არის მზად საჭიროების შემთხვევაში იდივიდუალურურად მიუდგეს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
პროექტი მნიშვნელოვანია, რადგანაც რეალურ ცხოვრებაში
მათ გაიაზრონ და თავი იგრძნონ საზოგადოების
სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას
და გამოუმუშავებს მაღალ სააზროვნო უნარებს, შედეგად მოსწავლეები შეძლებენ წარმოაჩინონ
და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებლობას და აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
პროექტში მონაწილენი:
მე-3 კლასის
მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, ადგილობრივი ხელისუფლება.
პროექტის ხანგრძლივობა: 21. 05-----7.
06. 2019წელი.
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია
ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში ინკლუზიური განათლების არსისა და მიდგომების შესახებ.
მიღებული ცოდნით აღმოიფხვრას სასკოლო სივრცეში დისკრიმინაციული გამოვლინების ფაქტები
და ჩამოყალიბდეს პოზიტიური თანასწორუფლებიანი გარემო.
პროექტი მისცემს მოსწავლეებს, მშობლებს, საზოგადოებას
გაიაზრონ პრობლემის არსი, გაეცნონ კონკრეტულ სიტუაციებს, ყურადღებით შეაფასონ დისკრიმინაციის
უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაისახონ მოზარდის პიროვნული განვითარება.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები,კონსტრუქციული
თანამშრომლობა,კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, შემწყნარებლობა.
სხვისი უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპების
აღიარება.
ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება.
ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი.
კომუნიკაცია ინდივიდებთან, ჯგუფებთან.
პროექტის ამოცანები:
სამუშაო ჯგუფების შექმნა;
პრობლემის შესწავლა და კვლევითი დავალებები;
როლური თამაში;
ფილმის ჩვენება--განხილვა;
შეხვედრა უბნის ექიმთან(საუბარი დაუნის და აუტიზმის
სინდრომის შესახებ)
კონფერენცია: ,,გამიგე, მიმიღე, შემიყვარე.“
საუბარი სპეც.მასწავლებელთან აღნიშნულ საკითხებზე;
მშობლების შეხვედრა და ინფორმირება ინკლუზიური განათლების
მიდგომებზე;
ნახატების გამოფენა;
ვიზუალური მასალის მომზადება(ბუკლეტების) და გამოფენა
თემში;
მოსალოდნელი შედეგები:
მიღებული ცოდნით აღმოიფხვრება სასკოლო სივრცეში დისკრიმინაციური
გამოვლინების ფაქტები და ჩამოყალიბდება თანასწორუფლებიანი გარემო;
მოსწავლეები , მშობლები,
საზოგადოება გაიაზრებენ პრობლემის
არსს და
ამაღლდება ცნობიერება
ინკლუზიური განათლების არსისა და მიდგომების შესახებ;
რესურსები:
პროექტორი, კომპიუტერი, პლივჩარტები, ადამიანური რესურსები
და სხვა.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
საორგანიზაციო საკითხები:
ჯგუფების დაკომპლექტება, პრობლემის შესწავლა და სახელწოდების შერჩევა;
ინფორმაციის მოძიება და ტესტური ფაილების შექმნა;
შეხვედრა უბნის ექიმთან;
გასაუბრება სპეც.მასწავლებელთან;
მოსწავლეთა ჩვენება, განხილვა;
კონფერენციის ჩატარება-,,-გამიგე, მიმიღე, შემიყვარე“;
მოსწავლეების მიერ ბუკლეტების მომზადება და გავრცელება;
პრეზენტაციის მოწყობა(მშობლებთან, თემის ახალგაზრდობასთან,)
ინკლუზიური განათლების მიდგომების შესახებ;
ხელისშემშლელი რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები:
პროექტის განხორციელების დროს შესაძლოა შეიქმნას ქაოსური
მდგომარეობა.
პროექტის შედეგები:
პროექტმა მისცა საშუალება მოსწავლეებს, მშობლებს , თემის
ახალგაზრდობას გაეაზრებინათ პრობლემის არსი და აემაღლებინათ ინკლუზიური ბავშვების მიმართ
პოზიტიური გარემო.ყურადღებით შეაფასეს უარყოფითი მხარეები და მიზნად დაისახეს მოზარდის
პიროვნული განვითარება;
პროექტის ხელმძღვანელი: ნარგიზი ჯანელიძე;
პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
|
მონიტორინგი/ შეფასება
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
|
პირველი შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
მოსწავლეები
|
24. 05. 2019 წელი
|
პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
|
|
მეორე შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
30.05. 2019 წელი
|
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის სქემა
|
|
საბოლოო შეფასება
|
მოსწავლეები
|
7.06. 2019 წელი
|
პრეზენტაცია, ანგარიში
|
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
|
პროექტის მონიტორინგისათვის საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის ინდიკატორები
|
თარიღი
|
|
1.ვამოწმებ მოსწავლეთა მიერ მოძიებულ ინფორმაციას
|
ვამოწმებ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების
და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
|
23. 05. 2019
27.05. 2019
29.05. 2019
|
|
2.ვამოწმებ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
|
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებ თემასთან და ვუკეთებ ანალიზს
|
31.05. 2019
3.06. 2019
|
|
3.შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
|
ვაკეთებ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
|
4.06. 2019
5.06. 2019
|
|
4.ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს
|
ვაკვირდები მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
6.06. 2019
|
|
5.იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
|
ვამოწმებ პროექტის გეგმაში დროის ლიმიტს
|
7.06. 2019
|
Комментариев нет:
Отправить комментарий