პროექტის სახელწოდება:
დავიცვათ ბუნება
პროექტის მთავარი იდეა: შევაყვაროთ ბუნება პატარებს
პროექტის მონაწილეები: მე-3 კლასის მოსწავლეები, მშობლები,
პედაგოგი: ნარგიზი ჯანელიძე
პრობლემის ანალიზი:
1)
ჩატარებულმა კვლევამ და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლამ
გვიჩვენა, რომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ეკოლოგიური პრობლემები,
დაბინძურებული გარემო.
დაბალია პასუხისმგებლობის განცდა და მოქალაქეობრივი
ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ერთ-ერთ
გაკვეთილზე, როდესაც საუბარი იყო მოსწავლეებთან გარემოს დაცვის საკითხებზე და მის მიმართ
საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე, გამოიკვეთა რომ მიუხედავად იმისა სოფელში დგას რამოდენიმე
ნაგვის ურნა და ყოველ ორშაბათს სპეცმანქანა აწარმოებს ნაგვისა და სხვა ნარჩენების გატანას,
მაინც ვხვდებით ნაგავს, რაც დიდ დისკომფორტს ქმნის. მოსწავლეებმა სავარაუდო მიზეზებს
შორის დაასახელეს საზოგადოების და მოსწავლეების
გულგრილი დამოკიდებულება გარემოს დაცვითი პრობლემების მიმართ, დასახელდა მიზეზად, რა
შეიძლება ადამიანებს მოუტანოს დაბინძურებულ გარემოში ცხოვრებამ. გადავწყვიტე მოსწავლეებისათვის
შემეთავაზებინა პროექტის მომზადება გარემოს დაცვაზე. დაგვესუფთავებინა სკოლის მიმდებარე
ტერიტორია, სკოლის ეზო და შენობის ფოიე.
პროექტის აქტუალობა:
1.
ნაკლები ჩართულობა, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება
და დაბალი სამოქალაქო ცნობიერება იწვევს გარემოზე ნაკლებ ზრუნვას, მის დაბინძურებას
და საფრთხის მომცველი კერების შექმნას ჩვენს
გარშემო.
2.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამაღლდება სამოქალაქო
ცნობიერება მოსწავლეებსა და სოფელში.
3.
აუცილებელია მოსწავლეთა სწორი ეკოლოგიური აღზრდა, რათა
გაიგონ რომ ისინი თვითონ არიან ბუნების ნაწილნი, რომ გარემოში ყველაფერი ურთიერთკავშირშია
და გარემოს სისუფთავესა და ჯანმრთელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი არსებობისათვის.
პროექტის მიზანი:
ა) განუვითარდეთ
ნეგატიური დამოკიდებულება დანაგვიანებული გარემოსადმი.
ბ) შეძლონ გარემოს დანაგვიანების შედეგად შექმნილი
საფრთხეების დასახელება.
გ) ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოს შესახებ საუბარი.
დ) შეძლონ ჯანმრთელობისათვის სუფთა
გარემოს აუცილობლობის ცნობიერება.
ე) უსაფრთხოების წესების დაცვით პრაქტიკულ აქტივობებში
მონაწილეობა.
ვ) სუფთა გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ზ) გარემოს სისუფთავის დაცვა და ამ მხრივ საკუთარი ქმედების აღწერა.
პროექტის ამოცანები:
1.გარემოს დანაგვიანების შედეგად შექმნილი საფრთხეების დასახელება.
2.ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოს შესახებ
საუბარი.
3.მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
მისაღწევი
შედეგი:
ამაღლდება
ცოდნა საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ,
პასუხისმგებლობის
გრძნობა, იზრუნებენ გარემოზე და მოუწოდებენ
სხვებსაც დაიცვან
ის.
პროექტზე მუშაობის ვადა: ერთი თვე. 2019 წელი.
სამიზნე ჯგუფი:
მე-3 კლასის მოსწავლეები,
მშობლები, მასწავლებლები.
ამოცანების განხორციელების საჭირო საქმიანობები:
პროექტის იდეის გაცნობა, ვიდეოფილმის ჩვენება
,, დაბინძურებული გარემო“, პლაკატების
შექმნა, პროექტის პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა შეძლონ ინდივიდებთან და ჯგუფებთან
კომუნიკაცია, თანამშრომლობა, დაიცვან გარემოში სისუფთავე.
ხელისშემშლელი ფაქტორები და შესაძლო რისკები:
შეიძლება არ მოვიდნენ
მშობლები, ან ამინდმა ხელი შეგვიშალოს.
რესურსი:
მატერიალური და ადამიანური რესურსები, ფოტო და ვიდეო მასალა, ხელთათმანები,
პარკები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები,
ფლომასტერები, ჭიკარტები.
1.ამოცანების განხორციელების საჭირო საქმიანობები:
*საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელშიც გაერთიანდებიან
მე-3 კლასის მოსწავლეები, აქტიური მშობლები და პედაგოგები.
*სამოქმედო გეგმის შემუშავება (ფუნქციებისა და დავალებების
განაწილება)
*ლექცია-სემინარის დაგეგმვა
*სტუდია მონიტორის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის,,დაბინძურებული
გარემო“-ს ჩვენება, დისკუსია საკვანძო საკითხებზე.
*პლაკატების დამზადება.
2.ლექცია-სემინარის ჩატარება(ესწრებიან მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები)
*სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის ეზოსა და ფოიეების
დასუფთავება---მოსწავლეების, მოხალისე მშობლებისა და პედაგოგების მონაწილეობით.
*პლაკატების გავრცელება სკოლის მიდებარე ტერიტორიაზე,
სკოლის ეზოში, შემოსასვლელში, ფოიეში, ბუფეტთან.
*პროექტის მიმდინარე ეტაპების ამსახველი ვიდეორგოლის
ჩვენება, პრეზენტაცია.
*პროექტის შეჯამება, შეფასება.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები შეიმუშავებენ შესაძლებლობის ფარგლებში
დასუფთავების გეგმას, მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად: პირველი ჯგუფი მოიძიებს
ინფორმაციას ბუნების დაბინძურებისაგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, გადაიღებს დაბინძურებული
ტერიტორიების ფოტოებს, წაიკითხავენ ლიტერატურას ბუნების სილამაზისა და სიყვარულის შესახებ.
მეორე ჯგუფის მოსწავლეები დაამზადებენ პლაკატებს:
,,დაიცავით სისუფთავე სკოლის ეზოში“, ,,დაიცავით სისუფთავე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე“,
,,დაიცავით სისუფთავე ფოიეში“, დაიცავით სისუფთავე ბუფეტში“.
ორივე ჯგუფი დაასუფთავებს სკოლის ეზოსა და შემოგარენს.
პროექტის განხორციელება: მონიტორინგის ინდიკატორები,
რომლებიც
ადასტურებენ, რომ პროექტი მიმდინარეობს.
საინიციატივო ჯგუფის შექმნა: შექმნილია საინიციატივო ჯგუფი
მოსწავლეებისაგან.
კონსულტაციები შეფასების შედგა შეხვედრა, შეიქმნა თანამშრომლობითი
ჯგუფის
წევრებთან: გარემო.
პლაკატების
დამზადება: დამზადებულია პლაკატები.
დოკუმენტური
ფილმის ნაჩვენები
იქნა დოკუმენტური ფილმი
ჩვენება, დისკუსია. ,,დაბინძურებული
გარემო“,ფილმის ჩვენების
შემდეგ
გაიმართა დისკუსია საკვანძო საკითხთან
დაკავშირებით.
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის, დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია,
სკოლის ეზოსა და ფოიეების სკოლის ეზო და ფოიეები
მოსწავლეების,
დასუფთავება:
მოხალისე მშობლების და პედაგოგების
მონაწილეობით,გამოაკრეს პლაკატები.
პროექტის საბოლოო პრეზენტაცია: საინიციატივო ჯგუფმა აჩვენა სკოლის
ადმინისტრაციას, დაინტერესებულ
მოსწავლეებსა და მშობლებს პროექტის შესახებ
დამზადებული
ვიდეორგოლი.
პროექტის ბოლოს მისაღწევი პროექტის დასრულების
შემდეგ მოსწავლეები
შედეგები:
ფლობენ ინფორმაციას,იციან მეტი საკუთარი
მოქალაქეობრივი მოვალეობის შესახებ.
მონაწილეობენ გარემოს დაცვის მიზნით
განხორციელებულ საქმიანობაში,მოუწოდებენ
სხვებსაც არ დაყარონ ნაგავი და იზრუნონ
სისუფთავეზე.
პროექტის საბოლოო შეფასება:
რა
მომეწონა ყველაზე მეტად
რამდენად მივაღწიეთ პროექტის
მიზანს
როგორ განვითარდა
ჯგუფში თანამშრომლობა
რა იყო ჩვეულებრივი
გაკვეთილისაგან განსხვავებული
რა ვისწავლეთ, რა შეცდომები
დავუშვით და რა მასწავლა ამ პროექტმა მე.
Комментариев нет:
Отправить комментарий